წესები და პირობები
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკას. ჩვენს ვებ-გვერდზე შესვლისას ან ვებ-გვერდით სარგებლობისას თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით, გაიგეთ და ეთანხმებით ამ ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის და ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის ყველა პირობას და წესს. თუ თქვენ არ ეთანხმებით ამ პირობებს და წესებს, გთხოვთ დახურეთ ეს გვერდი და ნუ შეხვალთ ან ისარგებლებთ ჩვენი ვებ- გვერდით.
წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა მოიცავს „ www.nelazviadi.ge “ ვებ-გვერდთან (იგულისხმება „ვებ-გვერდი“, რომელიც განთავსებულია შემდეგ ვებ- მისამართზე: www.nelazviadi.ge/) დაკავშირებულ ინფორმაციის დაცვის საკითხებს. ვებ-გვერდის პროვაიდერი, ი.მ nela zviadi (მოხსენიებულია როგორც „ჩვენ“), მიზნად ისახავს თქვენი ინფორმაციის დაცვას ონლიან სივრცეში. გთხოვთ, გაეცნოთ წინამდებარე ინფორმაციის პოლიტიკას, რათა გაიგოთ, თუ რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან („მომხმარებელი“) და როგორ ვიყენებთ მას. ინფორმაციის დაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები შეგიძლიათ მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე nelazviadigame@gmail.com
როგორ გიცავთ კანონი
პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირების მსგავსად, აღნიშნულ მონაცემებს იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი. კანონმდებლობის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია:
● რომელი მონაცემები მუშავდება თქვენს შესახებ;
● მონაცემთა დამუშავების მიზანი;
● მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
● რა გზით შეგროვდა თქვენი მონაცემები;
● ვის გადაეცა თქვენი მონაცემები;
● მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაციის ასლი. კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პირადი მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს საგადასახადო კანონმდებლობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა რელევანტური კანონმდებლობიდან. აღნიშნული ინფორმაციის თქვენთვის მოწოდების ვალდებულება კომპანიას წარმოეშვება თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში. პერსონალური მონაცემების გამოყენების უფლება გვაქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამისათვის კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი გაგვაჩნია. კომპანიას აქვს თქვენი ინფორმაციის გამოყენების კანონიერი საფუძველი, რაც გულისხმობს ბიზნესთან დაკავშირებული ან/და კომერციული მიზნის არსებობას. მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, კომპანიის მიერ ინფორმაციის დამუშავება არ არის მიმართული თქვენი ინტერესების შელახვისაკენ.
თუ მოხდება ინფორმაციის დაცვის პოლიტიკაში ცვლილებები დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება წესების და პირობების გვერდზე და სხვა ისეთ ადგილებზე, რომლებიც ჩვენი აზრით უზრუნველყოფს თქვენს საქმის კურსში ყოფნას იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის ინფორმაციას შევაგროვებთ, როგორ გამოვიყენებთ და რა დროს გავამჟღავნებთ მას (კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში). ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს შევცვალოთ წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა. ასე რომ, გთხოვთ, ხშირად შეამოწმოთ იგი. თუ მნიშვნელოვან ცვლილებებს შევიტანთ ამ დოკუმენტში, ჩვენ გაცნობებთ ამის შესახებ წინამდებარე დოკუმენტში, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ან ჩვენს მთავარ გვერდზე შესაბამისი შეტყობინების დადებით.
შესაგროვებელი ინფორმაციის სახეობა და მისი გამოყენება
ჩვენ ვაგროვებთ ორი სახის ინფორმაციას ჩვენი მომხმარებლების შესახებ: პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.
პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია. ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენს შესახებ გარკვეული ინფორმაციის წარმოდგენა, როდესაც თქვენ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით ერთვებით რაიმე აქტივობაში.
ჩვენ შეიძლება გადავცეთ თქვენს შესახებ ინფორმაცია ჩვენს ბანკს, რათა მან მოახდინოს თანხის გადარიცხვა საჭიროების შემთხვევაში.
ჩვენ შეიძლება გავცეთ თქვენი ინფორმაცია თქვენი ან სხვების დაცვის მიზნით. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ გავცემთ თქვენს პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას იმ შემთხვევებში, როდესაც ამას მოითხოვს კანონმდებლობა და როდესაც ჩვენ ჩავთვლით აუცილებლად ჩვენი უფლებების დასაცავად და/ან ვებ-გვერდის მიმართ ნებისმიერი სასამართლო პროცესის, სასამართლო გადაწყვეტილების/დადგენილების ან სხვა სახის სამართლებრივი პროცესის უზრუნვლეყოფის მიზნით.
არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.
არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომელიც არ ახდენს კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაციას. ამ სახის ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს ისეთ გარემოებებს, როგორიცაა "Uniform Resource Locator" „URL“ იმ ვებ-გვერდისა, რომელზეც თქვენ შეხვედით იქამდე სანამ ჩვენს ვებ-გვერდზე შეხვიდოდით, „URL“ იმ ვებ-გვერდისა, რომელზეც თქვენ შეხვალთ ჩვენი ვებ-გვერდიდან გამოსვლის შემდეგ, იმ ბრაუზერის სახეობა, რომელსაც თქვენ იყენებთ და თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის „IP“ მისამართი. ჩვენ ან/და ჩვენ მიერ უფლებამოსილ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებს და მარეკლამირებელ პირებს შეუძლიათ ავტომატურად მიიღონ ეს ინფორმაცია იმ დროს, როდესაც თქვენ სარგებლობთ ჩვენი ვებ-გვერდით. ეს ხორციელდება ისეთი ელექტრონული მექანიზმების მეშვეობით, როგორიცაა „Cookies“, „Web Beacons“, „Pixel Tags“. ჩვენს ვებ-გვერდზე ვაგროვებთ ინფორმაციას cookies-ების, მომხმარებლების ვებ-გვერდზე ნავიგაციის და ქცევის შესახებ, კერძოდ:
● IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, მოწყობილობის ეკრანის ზომა, მოწყობილობის მოდელი, საოპერაციო სისტემა და ბრაუზერი საიდანაც ხდება ვებ-გვერდზე შემოსვლა.
● ვაგროვებთ ინფორმაციას ჩვენს ვებ-გვერდზე გახსნილი გვერდების, სესიის ხანგრძლივობის და სესიის სხვადასხვა პარამეტრების შესახებ.
● ინფორმაცია იმ ქმედებების შესახებ რომელიც ჩვენს ვებ-გვერდზე მოხდა: ფორმების შევსება, ვებ-გვერდის ინტერაქციულ ელემენტების გამოყენება და ა.შ.
● ვებ-გვერდზე ველების შევსების პროცესი, დრო და ფორმა
რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას:
● თქვენთან ურთიერთობისთვის;
● ვებ-გვერდით სარგებლობის ინტენსივობის გასაზრდელად;
● თქვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, თანამშრომლობის ახალი გზების შესამუშავებლად და ჩვენი ბიზნესის განსავითარებლად;
● ეფექტური მარკეტინგული აქტივობების შესამუშავებლად და განსახორციელებლად;
● იმის შესასწავლად, თუ როგორ იყენებენ კლიენტები ჩვენს პროდუქტებს;
● ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებასთან დაკავშირებით რჩევებისა თუ რეკომენდაციების მისაღებად;
● ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების მისაწოდებლად;
● კლიენტების გადახდების განსახორციელებლად და სამართავად;
● ფინანსური დანაშაულის გამოსავლენად, ანგარიშგებისა და პრევენციისათვის;
● ჩვენი და ჩვენი კლიენტების რისკების სამართავად;
● ჩვენთვის რელევანტური კანონებისა და რეგულაციების შესასრულებლად;
● საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად და მათი მოგვარების გზების მოსაძიებლად;
● ნაკისრი უფლებებისა და ვალდებულებების განსახორციელებლად;
„მზა ჩანაწერები“ (Cookies)
ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს და ვაკვირდებით ჩვენს ვებ-გვერდზე მომხამრებლების ქცევას რათა დავრწმუნდეთ, რომ გთავაზობთ საუკეთესო გამოცდილებას ჩვენს ვებ-გვერდზე ყოფნისას და შევძლოთ მუდმივად გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი. ჩვენს ვებ-გვერდზე ვაგროვებთ ინფორმაციას cookies-ების, მომხმარებლების ვებ-გვერდზე ნავიგაციის და ქცევის შესახებ, კერძოდ:
● IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, საოპერაციო სისტემა, მოწყობილობის მოდელი, მოწყობილობის ეკრანის ზომა და ბრაუზერი საიდანაც ხდება ვებ-გვერდზე შემოსვლა.
● ვაგროვებთ ინფორმაციას ჩვენს ვებ-გვერდზე გახსნილი გვერდების, სესიის ხანგრძლივობის და სესიის სხვადასხვა პარამეტრების შესახებ.
● ინფორმაცია იმ ქმედებების შესახებ რომელიც ჩვენს ვებ-გვერდზე მოხდა: ფორმების შევსება, ვებ-გვერდის ინტერაქციულ ელემენტების გამოყენება და ა.შ.
● ვებ-გვერდზე ველების შევსების პროცესი, დრო და ფორმა
ინფორმაციის განახლება და შეცვლა
შეგიძლიათ მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ ფოსტაზე nelazviadigame@gmail.com ჩვენთან დაკავშირებისას, გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი იმეილი და ის ინფორმაცია, რომლის განახლებაც გსურთ. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენს ანგარიშზე არსებული ინფორმაციის წაშლა. თუმცა იმის გამო, რომ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ძველ ტრანსაქციებს, თქვენ ვერ წაშლით ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ვებ-გვერდზე განხორციელებულ ძველ ტრანსაქციებთან. თქვენი საკრედიტო ბარათის ინფორმაცია არ ინხება ჩვენს ვებ-გვერდზე, არამედ განთავსებულია დაცულ გვერდზე, რომელსაც უზრუნველყოფს და მართავს ჩვენი პარტნიორი ბანკი (სს თიბისი ბანკი). ამუკანასკნელს საკუთარი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა აქვს, რომელიც ჩვენი კონტროლის სფეროს არ წარმოადგენს.
მომხმარებლის არჩევანი ინფორმაციის შეგროვებასა და გამოყენებაზე როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ თავი შეიკავოთ ინფორმაციის წარმოდგენისაგან. თუმცა ინფორმაციის წარმოდგენა შეიძლება აუცილებელი გახდეს, თუ თქვენ ჩაერთვებით ვებ-გვერდზე არსებულ რაიმე აქტივობაში. ჩვენ გამოგიგზავნით ინფორმაციას თქვენი ანგარიშის აქტივობასთან, შენაძენებთან და ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების განახლებულ შეთავაზებებთან დაკავშირებით. თქვენ არ შეგიძლიათ უარი განაცხადოთ ადმინისტრაციულ
ელექტონულ ფოსტაზე. ადმინისტრაციული ელექტრონული ფოსტა ეხება მომხმარებლის აქტივობას ვებ-გვერდზე, და მოიცავს ელექტრონულ ფოსტას, რომელიც ეხება კონკრეტული მომხმარებლის ანგარიშს, მის მიერ ჩვენთვის გამოგზავნილ მოთხოვნებს და კითხვებს, ასევე მის მიერ პროდუქტებისა და მომსახურების შეძენის საკითხებს. ადმინისტრაციული ელექტრონული ფოსტისაგან განსხვავებით, თქვენ გაქვთ არჩევანის უფლება სარეკლამო ელექტრონულ ფოსტასთან მიმართებით. სარეკლამო ელექტრონული ფოსტა რეკლამას უწევს ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებას, მათ შორის სპეციალურ ფასდაკლებებსა და სხვა შეთავაზებებს, თუ თქვენ არ გსურთ ჩვენგან სარეკლამო ელექტრონული ფოსტის მიღება, თქვენ შეგიძლიათ უარი განაცხადოთ აღნიშნულ ელექტრონულ ფოსტაზე დარეგისტრირების შემდგომ ნებისმიეირ დროს ჩვენთვის ელექტრონული ფოსტის გამოგზავნით შემდეგ მისამართზე: nelazviadigame@gmail.com წინამდებარე დოკუმენტში მითითებულ საფოსტო მისამართზე წერილის გამოგზავნით, ან ჩვენი ნებისმიერი ელექტრონული ფოსტის ქვემოთ შესაბამის ღილაკზე დაკლიკებით. ჩვენთან დაკავშირებისას, გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი სახელი, იმეილი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის სარეკლამო ელექტრონული ფოსტის მიღებაზე აცხადებთ უარს.
ინფორმაციის უსაფრთხოება ჩვენ სერიოზულად ვუდგებით უსაფრთხოების საკითხს და ვატარებთ მრავალ უსაფრთხოების ზომას პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დასაცავად. ჩვენ მოგიწოდებთ, რომ არავის გაანდოთ თქვენი იმეილი და პაროლი. გარდა ამისა, თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე. ჩვენ არ გვაქვს რაიმე ინფორმაცია თქვენს საკრედიტო ბარათთან დაკავშირებით და ჩვენთვის იგი ხელმიუწვდომელია, რადგან თქვენი საკრედიტო ბარათი ჩვენი პარტნიორი ბანკის კონტროლის სფეროს განეკუთვნება. სამწუხაროდ, მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები.
ინფორმაციის დაცვის სხვადასხვა საკითხები
15 წლამდე მოზარდებისთვის „ www.nelazviadi.ge. “ – ით სარგებლობა არ არის რეკომენდირებული. ჩვენ გირჩევთ, რომ 15 წლამდე პირებმა მოიპოვოთ მშობელთა ნებართვა.
სარგებლობთ რა „ nelazviadi.ge “ – ით, თქვენ აქვე ადასტურებთ, რომ ხართ სულ ცოტა 15 წლის და გაქვთ მშობლის ან მეურვის ნებართვა „ nelazviadi.ge “ – ით სარგებლობაზე.
ჩვენთან დაკავშირება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ელ-ფოსტა: nelazviadigame@gmail.com
დაბრუნების პოლიტიკა (ჩარჯბექი)
თუ რომელიმე მომხმარებელს ექნება ტექნიკური პრობლემა, ხარვეზი და ამ მიზეზის გამო ვერ გამოიყენებს შეძენილ თამაშს, მომხმარებელს ექნება საშუალება დააფიქსიროს აღნიშნული პრობლემის შესახებ, დაგვეკონტაქტოს იმეილზე nelazviadigame@gmail.com და მოითხოვოს თანხის დაბრუნება.
გაფრთხილება
თქვენს მიერ შეძენილი თამაში "ნელა ზვიადი"-ს გამოყენების და სარგებლობის უფლება გაგაჩნიათ მხოლოდ თქვენ. თქვენ არ გაქვთ უფლება გაუზიაროთ თქვენი იმეილი და პაროლი სხვა პირს იმ მიზნით, რომ სხვამ უფასოდ, უსასყიდლოდ მიიღოს თამაშზე წვდომა, რომელიც არის ფასიანი.
თამაშის "ნელა ზვიადი ● NELA ZVIADI"-ის ნებისმიერი ნაწილის უნებართვო დუბლირება ან გავრცელება მოდიფიკაცია გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. კანონდამრღვევი პირი დაისჯება კანონის ფარგლებში მაქსიმალურად და დაეკისრება მოყენებული ფინანსური ზიანის ანაზღაურება.
თუ დაფიქსირდა ჩვენი თამაშის "ნელა ზვიადი ● NELA ZVIADI" -ის არალეგალური, პირატული დუბლირება გავრცელება ან არალეგალურად გადაცემა მესამე პირზე მისი უფასოდ გამოყენების მიზნით ჩვენ უფლებას ვიტოვებთ გაგიუქმოთ ანგარიშზე წვდომა და სარჩელი შევიტანოთ სასამართლოში სხვისი საკუთრების უნებართვოდ და არალეგალურად გავრცელებისთვის.
სხვა პირობები
თქვენ აცხადებთ და გარანტიას იძლევით, რომ თქვენს მიერ, ვებ-გვერდით სარგებლობის შედეგად არ დაირღვევა მოქმედი კანონმდებლობის ან/და საერთაშორისო სამართლის ნორმები. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელმყოფს დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გავაუქმოთ თქვენი ანგარიში ვებ-გვერდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სხვაგვარად შევზღუდოთ თქვენი წვდომა ვებ-გვერდზე, სრულად ან ნაწილობრივ, იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მიერ სრულად და ჯეროვნად არ შესრულდება წესებით დადგენილი პირობები და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, ან თუ თქვენს მიერ განხორციელდება ისეთი ქმედება, რომელსაც ჩვენი აბსოლუტური დისკრეციის გამოყენებით, მივიჩნევთ წესების, მოქმედი კანონმდებლობის, ან რეგულაციის დარღვევად, ან/და ჩვენი, სხვა მომხმარებლების, ან ნებისმიერი სხვა მესამე პირის ინტერესების დარღვევად. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ ჩვენს მიერ ზემოაღნიშნული უფლების რეალიზების შედეგად თქვენთვის ან ნებისმიერი მესამე პირისთვის მიყენებულ ზიანზე და თქვენ არ გექნებათ არავითარი პრეტენზია აღნიშნულთან დაკავშირებით. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გამოვიკვლიოთ თქვენს მიერ, ვებ-გვერდით სარგებლობის ფაქტი და შესაბამისი გარემოებები, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი აბსოლუტური დისკრეციის გამოყენებით, მივიჩნევთ, რომ თქვენს მიერ დაირღვა წესებით ან/და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნებისმიერი პირობა.
მომხმარებელი ვალდებულია, რეგულარულად გაეცნოს წესებსა და პირობებს. თქვენს მიერ, ვებ-გვერდზე სტუმრობა ან/და ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება ავტომატურად ნიშნავს თქვენს უპირობო თანხმობას წესებისა და პირობების მოთხოვნებზე და პირობებზე. მარეგულირებელი სამართალი და იურისდიქცია წესები და პირობებით გაუთვალისწინებელი საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. დავის წარმოშობის შემთხვევაში, საქმეს განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა, კანონმდებლობით დადგენილი წესით. წესებში და პირობებში არსებული კონკრეტული ჩანაწერის ბათილობა არ იწვევს წესებისა და პირობების სხვა დათქმების ბათილობას.
საკონტაქტო ინფორმაცია
nelazviadigame@gmail.com
https://www.facebook.com/nelazviadiapp
ი/მ NELA ZVIADI
თბილისი,მოსკოვის გამზ.Vკვ.კორ.9ბ.15
551521808